სამომხმარებლო ხელშეკრულება
მოცემული შეთანხმება ფორმდება თქვენს - საინფორმაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (ოფერტის) მიხედვით, სატრანსპორტო სერვისით მოსარგებლე ფიზიკურ, ან იურიდიული პირსა (შემდგომში მოხსენიებულს როგორც “მომხმარებელი”) და შ.პ.ს „ლაქი გრუპ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “კომპანია”) შორის, აპლიკაციია “Lucky CAB”-ის გამოყენების შესახებ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “პროგრამული უზრუნველყოფა”). აპლიკაციის “Lucky CAB” დაყენებისას, ასლის გადაღებისას ან მისი სხვა სახით გამოყენების დროს, თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, დაიცვათ ამ შეთანხმების პირობები.
ხელშეკრულების საგანი
- კომპანია ანიჭებს მომხმარებელს აპლიკაციის “Lucky CAB” გამოყენების უფლებას, რაც შესაძლებელს ხდის წვდომას პროგრამული უზრუნველყოფის საინფორმაციო ბაზაზე, რომელიც განკუთვნილია ტაქსის გამოძახების შეკვეთის დასამუშავებლად უშუალოდ გადამყვანის მიერ. გადამყვანი – ამ შეთანხმების მხარე, იურიდიული ან/და ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, საინფორმაციო მომსახურების მიმღები მომხმარებლების არსებული შეკვეთების შესახებ, რომლებმაც გაიარეს ავტორიზაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში, როგორც პირი, რომელიც უზრუნველყოფს ტაქსის მომსახურების გაწევას და რომელმაც ამ ხელშეკრულების (ოფერტის) თანახმად, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აიღო ვალდებულება მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის შესახებ.
- პროგრამული უზრუნველყოფა არ იყიდება, არამედ გადაეცემა დროებით სარგებლობაში გარკვეული ვადით, რომელიც განისაზღვრება აპლიკაციის მიღებისას გამოყენების განსაზღვრული დროებითი შეზღუდვებით.
- ეს შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შეთანხმების ასლი ყოველთვის ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე.
პროგრამული უზრუნველყოფის აღწერა
- ამ აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია მობილური მოწყობილობისთვის, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის შეკვეთის გადაცემა გადამყვანისთვის მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის მომსახურების შესახებ. პროგრამული უზრუნველყოფა არ იყიდება, არამედ გადაეცემა დროებით სარგებლობაში გარკვეული ვადით, რომელიც განისაზღვრება აპლიკაციის მიღებისას გამოყენების განსაზღვრული დროებითი შეზღუდვებით. ეს შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შეთანხმების ასლი ყოველთვის ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე.
- პროგრამული უზრუნველყოფა მუშაობს კომპანიის სერვერის მეშვეობით.
- პროგრამული უზრუნველყოფა არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, რომელი უზრუნველყოფს ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემას და თავისთავად არ აწარმოებს არავითარ ფინანსურ ოპერაციებს ან კომერციულად მომგებიან მანიპულაციებს.
ხელშეკრულების საგანი
- პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლება იწყება მომხმარებლის მიერ მისი ჩამოტვირთვის და ავტორიზაციის დღიდან.
- მოცემული პროგრამული უზრუნველყოფა დაცულია ამ შეთანხმებით, საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სხვა ნორმატიული აქტებით.
- კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა და მისი მეშვეობით მესამე პირებისთვის მონაცემების გადაცემის უფლება კომპანიის მონაცემთა ბაზასთან წვდომისთვის.
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებები იმ საკუთრებასთან მიმართებაში, რომელიც არ წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილს, მაგრამ რომელთანაც წვდომა წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ეკუთვნის უფლებების მფლობელებს და დაცულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. მომხმარებელს არა აქვს არავითარ უფლება ამგვარ შინაარსზე.
- კომპანია იტოვებს უფლებას ავტომატურად განაახლოს პროგრამული უზრუნველყოფა ახალი ვერსიებით.
მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
- მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა მისი დანიშნულებისამებრ.
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი შეცვალოს პროგრამული უზრუნველყოფა, დაყოს შემადგენელ ნაწილებად, გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის ან შექმნან წარმოებული პროდუქტები, მოცემული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე;
- მომხმარებელი ვალლდებულია პასუხი აგოს მისი ანგარიშის გამოყენებით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებაზე, აგრეთვე სხვა შედეგებზე, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ან გამოიწვია მსგავსმა გამოყენებამ.
- იქამდე და თუ მომხმარებელი არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შესრულებული ნებისმიერი მოქმედება ითვლება შესრულებულად შესაბამისი მომხმარებლის მიერ.
- პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას მომხმარბლის მიერ იკრძალება შემდეგი: მომხმარებლის რეგისტრაციის დროს შეყვანილ იქნეს ყალბი ან გამოგონილი ინფორმაცია (კერძოდ, სხვისი სახელი ან გვარი, ასაკი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.), სხვა პირის სახელით ან ნაცვლად რეგისტრაცია მომხმარებლის რანგში (შემდგომში მოიხსენიება როგორც “ყალბი ანგარიში”) ან პირეთა ჯგუფის (გაერთიანება) ან იურიდიული პირის რეგისტრაცია მომხმარებლის რანგში;
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი შევიდეს პროგრამულ უზრუნველყოფაში პროგრამების კოდების მიღების მიზნით;
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა იმ სახით ან მიზნით, რაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა კომერციული მიზნებისთვის.
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ან ამოიღოს ინტელქტუალური და საავტორო უფლებების აღმნიშვნელი ნიშნები და შეტყობინება, შეცვალოს პროგრამულ უზრუნველყოფის დიზაინი, მისი ფაილები, და სხვა შემადგენელი ელემენტები.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- პროგრამული უზრუნველყოფა წარმოდგენილია არსებული სახით, ნებისმიერი სახის საგარანტიო ვალდებულებების გარეშე, გამოყენების გარანტიის ჩათვლით. ნებისმიერი რისკები პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხთან, უსაფრთხოებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ეკისრება მომხმარებელს.
- სრული პასუხისმგებლობა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებით ეკისრება მომხმარებელს. კომპანია არ აგებს პასუხს პროგრამული უზრუნველყოფის არასათანადო გამოყენებისთვის, რის შედეგადაც შესაძლოა ზიანი მიადგეს მომხმარებლის მობილურ მოწყობილობას.
მომხმარებლის ხელშეკრულების შეწყვეტა.
- მომხმარებლის ხელშეკრულება ავტომატურად წყდება მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ფორმით უარის შემთხვევაში შეასრულოს ამ შეთანხმების პირობები, ან მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით პროგრამული უზრუნველყოფის მხრიდან, მომხმარებლის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- მომხმარებლის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტისას, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
სხვადასხვა
კომპანია იტოვებს უფლებას შეაგროვოს სტატისტიკური ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ, კონფიდენციალობის პოლიტიკის დაცვით.
შ.პ.ს „ლაქი გრუპ“ იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მარი ბროსეს #9; საიდენტიფიკაციო კოდი: 405257181 ელექტრონული ფოსტა: support@luckygroup.ge, ტელ.: + 995 32 2 91 01 01
გამოქვეყნების თარიღი: 26 იანვარი, 2023