ჩამოტვირთეთ აპლიკაცია
IPhone - სა და Android ტელეფონებისათვის

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გამოქვეყნების თარიღი: 26 იანვარი, 2023წ.

მობილური აპლიკაცია, შემდგომში მოხსენიებული, როგორც “აპლიკაცია”, წარმოდგენილია შ.პ.ს „ლაქი გრუპ“-ის მიერ, შემდგომში მოხსენიებული, როგორც “კომპანია”. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააინსტალირებთ და გამოიყენებთ ამ აპლიკაციას, ჩვენ შევაგროვებთ მონაცემებს თქვენს შესახებ. კონფიდენციალობის ამ პოლიტიკაში მოცემულია ცნობები ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების შესახებ, აგრეთვე იმის თაობაზე, თუ ვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების წარმოშობის შემთხვევაში.

1. მომხმარებლების პერსონალური მონაცემები (ინფორმაცია), რომელსაც მიიღებს და დაამუშავებს კომპანია აპლიკაციის მეშვეობით:

  • პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის რეგისტრაციის ეტაპზე (ანგარიშის გახსნისას), ან აპლიკაციის გამოყენების პროცესში (მომხმარებლის პირადი მონაცემების ჩათვლით). ინფორმაციის მოწოდება ხდება მომხმარებლის შეხედულებისამებრ.
  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გადაეცემა კომპანიას აპლიკაციის მიერ მათი გამოყენების პროცესში, მათ შორის, ინფრმაცია cookie-დან, ინფორმაცია მომხმარებლის მოწყობილობის შესახებ.

კომპანია არ შეამოწმებს მომხმარებლების მირ წარმოდგენილი პირადი ინფორმაციის ნამდვილობას და არ აწარმოებს მათი სამართლებრივი ქმედუნარიანობის კონტროლს. ამასთან, კომპანია გამომდინარეობს იქიდან, რომ მის მიერ მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია არის ნამდვილი და ადასტურებს ამ ინფორმაციას ფაქტობრივი მოცემულობით.

2. მონაცემები მომხმარებლის მდებარეობაზე

  • აუცილებელია მომხმარებლის ადგილმდებარეობის მონაცემების გამოყენება, მათ შორის, როდესაც აპლიკაცია ამოტრიალებულ მდგომარეაშია. იმისათვის რომ მოხდეს მოგზაურობის ღირებულების ზუსტი დაანგარიშება, შეკვეთის პროცესის დროს კლიენტის ინფორმირება მძღოლის მდებარეობის შესახებ, დასრულებული შეკვეთების ისტორიის შენახვა, რუქების ჩვენება და მარშრუტების განსაზღვრა.

3. მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მიზნები :

  • მხარეების იდენტიფიცირება შეთანხმების ფარგლებში;
  • მომხმარებლისთვის პერსონალიზებული მომსახურების გაწევა;
  • მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით მომხმარებელთან კავშირი, მათ შორის შეტყობინებების, მოთხოვნების და ინფორმაციის გაგზავნის თვალსაზრისით და აგრეთვე მომხმარებლისგან მიღებული მოთხოვნებისა და განაცხადების დამუშავება;
  • აპლიკაციის ხარისხის, მისი გამოყენების მოხერხებულობის გაუმჯობესება, ახალი სერვისებისა და მომსახურების შემუშავება;
  • სტატისტიკური და სხვა კვლევების ჩატარება ანონიმური მონაცემების საფუძველზე.

(აპლიკაცია აგროვებს და ინახავს მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომსახურების გასაწევად და წარმოადგენს აპლიკაციის ნაწილს).

4. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დამუშავებისა და მესამე პირებისთვის მისი გადაცემის პირობები :

  • კომპანია იღებს ვალდებულებას სათანადოდ აკონტროლოს მომხმარებლის პირადი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა.
  • კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას პერსონალური მონაცემების და აგრეთვე სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აპლიკაციის გამოყენებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
  • ასეთი ინფორმაცია საჯაროდაა ხელმისაწვდომი;
  • ინფორმაცია გაცხადებულია მომხმარებლის მოთხოვნით ან მისი ნებართვით;
  • ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომხმარებელის კონტრაქტორს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეთანხმების პირობების შესასრულებლად;
  • ინფორმაცია უნდა იქნეს გამჟღავნებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე ან საეჭვო გარიგებების შესახებ, შესაბამისი სასამართლო ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნების არსებობისას.
  • მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავებისას, კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”.

5. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცვისთვის გამოყენებული ზომები

კომპანია მიიღებს აუცილებელ და საკმარის საორგანიზაციო და ტექნიკურ ზომებს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დასაცავად უკანონო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, დაბლოკვისგან, ასლის გადაღებისგან, გავრცელებისგან, მოპოვებისგან, უკანონო გამოყენებისგან და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან, აგრეთვე მესამე პირების სხვა უკანონო მოქმედებებისგან.

6. კონფიდენციალობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა და მოქმედი კანონმდებლობა

  • კომპანია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები კონფიდენციალობის მოცემულ პოლიტიკაში. ცვლილებების შეტანისას ფაქტობივი რედაქციით მიეთითება ბოლო განახლების თარიღი. პოლიტიკის ახალი რედაქცია ძალაში შედის მისი განთავსებისთანავე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული პოლიტიკის ახალი რედაქციით.
  • ეს პოლიტიკა და მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობები, რომლებიც თავს იჩენს კონფიდენციალობის პოლიტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

7. საკონტაქტო ინფორმაცია

ზოგად საკითხებზე მოგვწერეთ: support@luckygroup.ge