ბიზნესისათვის
პარტნიორები - ჩვენი მთავარი აქტივია, მათი კომფორტი - მთავარი საზრუნავი და ინვესტიცია.
ჩვენ გთავაზობთ :
- თქვენი ბიზნესის ნებისმიერი კლასისა და ტიპის ინდივიდუალური ავტოპარკით უზრუნველყოფასა და მის თქვენთვის სასურველი პერიოდულობით განახლებას;
- კომპანიის საჭიროებებზე ოპტიმალურად გათვლილი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას;
- ხარისხზე ორიენტირებულ, ბიუჯეტზე მორგებულ მომსახურეობის პაკეტებს;
- საჭიროებისამებრ - ინდივიდუალური ავტოპარკის პარალელურად, სხვა კლიენტ კომპანიებთან თანაზიარი ავტოპარკით მხარდაჭერას (მომსახურეობის ნაწილის შედარებით ბიუჯეტურ გადაწყვეტაზე გადაჯგუფებისა, თუ კლიენტთათვის დამატებითი, ეკონომ სერვისის არჩევანის შეთავაზებისათვის); სურვილისამებრ - მხოლოდ თანაზიარი ავტოპარკით მომსახურებას;
- კომპანიის ბალანსზე სატრანსპორტო აქტივების უკვე არსებობის შემთხვევაში - მისი ხარჯთეფექტური, პროფესიული მართვის სერვისს.
დამატებით სერვისებს, იქნება ეს :
- ლიმო სერვისი;
- ჯგუფური გასვლებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა;
- დელეგაციების დახვედრა;
- და ა. შ.
ჩვენ ასევე გთავაზობთ სატრანსპორტო სერვისებს, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი გვსმენია, რადგან მათი დაბადება, მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
ჩვენ ველით ახალ პარტნიორებს,გელით თქვენ ...